The agent provided a professional and helpful service, clearly explaining the customer's current balance, active promotions (Wow Days), and instructions for the mobile application. The tone was polite and patient throughout the call.
Quality Score
87
/100 Points
Audit Results
Greeting
00:01
"Agent used the required greeting: 'გამარჯობა, გისმენთ, რითი შემიძლია დაგეხმაროთ?'"
PASS
Empathy
00:01
"Agent used 'გისმენთ' and 'დიახ' and avoided parasitic sounds like 'ააა' or 'მმმ'."
PASS
Manner Address
N/A
"The agent used 'ქალბატონო' twice (at 00:22 and 02:41). This is within the allowed limit (under 3)."
Count: 2 (Limit: < 3)
PASS
Needs Identification
00:08
"Agent clarified the request: 'ეხლა რა აქვს გააქტიურებული, ეს გაინტერესებთ? ამ ნომერზე, რა ნომერზეც გვიკავშირდებით?'"
PASS
Problem Solving
01:38
"Agent took ownership and provided solutions regarding the app and SMS combinations: 'შეგიძლიათ აპლიკაცია გადმოწეროთ...'"
PASS
Clarity Rejection
01:12
"Agent clearly explained why certain offers weren't available: 'პარასკევი-შაბათი-კვირის დღეებში გვაქვს Wow Days აქციები'. No interruptions occurred."
PASS
Closing Check
03:08
"The agent failed to ask the mandatory closing questions like 'კიდევ ხომ არ შემიძლია რამით დაგეხმაროთ?' or 'ამომწურავად ვუპასუხე?'."
FAIL
Farewell
03:14
"Agent used a polite farewell: 'მადლობა თქვენ, ნახვამდის.'"
PASS
Full Call Transcript
- გამარჯობა, გისმენთ, რითი შემიძლია დაგეხმაროთ?
- გამარჯობა, მინდა კითხვა მაქვს ასეთი: ეს ნომერი არის ჩემი შვილის და რა აქვს ჩართული ნომერზე არ ვიცი და რომ მითხრათ.
- ეხლა რა აქვს გააქტიურებული, ეს გაინტერესებთ? ამ ნომერზე, რა ნომერზეც გვიკავშირდებით?
- კი ბატონო, დიახ.
- დამელოდეთ მცირე დროით, გადავამოწმებ ეხლავე.
- როგორც ვამოწმებ ქალბატონო, გააქტიურებული აქვს Wow Days-ის აქციის ფარგლებში 15 გიგაბაიტი ინტერნეტი, უსასრულო წუთები და ესემესები, და ასევე აქვს ნაბიჯების ბონუსი - 200 მეგაბაიტი დარიცხული.
- და მეგაბაიტები რამდენი აქვს დარჩენილი ან ვადა როდემდე აქვს?
- 15 გეგა... ანუ Wow Days-ის აქციის ფარგლებში რაც ჩართული აქვს, იმის გიგაბაიტები დარჩენილი აქვს 13, 13 გიგაბაიტია, რომლის ვადა არის 25 ნოემბრამდე, 25 ნო...
- 13 გიგაბაიტი უკაცრავად?
- 13 გიგაბაიტი არის დარჩენილი, კი.
- კი ბატონო და ეს როგორ უნდა შეამოწმოს ეს მეგაბაიტები?
- დამელოდეთ მცირე დროით, გამოგიგზავნით კომბინაციას, რის საშუალებითაც შეძლებს რომ შეამოწმოს.
- კი ბატონო და ეხლა აქცია გაქვთ რამე? ან ინტერნეტზე ან სასაუბროზე?
- პარასკევი-შაბათი-კვირის დღეებში გვაქვს Wow Days აქციები, რის დროსაც შეგიძლიათ რომ გაიაქტიუროთ სპეციალური შეთავაზებები.
- დღეს ოთხშაბათია, ანუ დღეს ვერაფერს ვერ ჩავრთავთ?
- პარასკევს შეგიძლიათ რომ გაიაქტიუროთ.
- აჰა და რაღაც აქციებს მიაქტიურებს ხოლმე თვითონ და...
- კი, აი ეხლა რაც აქვს ჩართული ზუსტად ეს არის პარასკევი-შაბათი-კვირის Wow Days აქცია.
- აჰა და სხვა დღეებშიც გაუაქტიურებია როგორც მახსოვს და არ ჰქონდა...
- მაშინ ეს უკვე შეიძლება პირადი შეთავაზებები იყოს. ყველა ნომერს ინდივიდუალურად ეგზავნება პირადი შეთავაზებები. ამჟამად არაფერი არ ფიქსირდება პირადი შეთავაზება.
- კი ბატონო. კარგით და მე თვითონ რაიმე საშუალებით შემიძლია რომ ვაკონტროლო ამ ნომრის ბალანსი? ანუ აი რომ გავიგო რა პაკეტი აქვს, რამდენი მეგაბაიტი დარჩა და ასე შემდეგ?
- ნახეთ, შეგიძლიათ აპლიკაცია გადმოწეროთ, დაამატოთ ეს ნომერი თქვენს აპლიკაციაში და იქიდან შეძლებთ რომ აკონტროლოთ.
- ყველაფერი გამომიჩნდება ხო რაც ამ ნომერზე იქნება?
- დიახ.
- დიახ, თქვენ შეგიძლიათ თანხა ჩაურიცხოთ, გაუაქტიუროთ ესა თუ ის პაკეტები და ასევე ნახოთ ბალანსზე რამდენი აქვს თანხა.
- კი ბატონო. კრედიტი ხომ არ აქვს აღებული რომ მინახოთ?
- ეხლა ამჟამად არანაირი კრედიტი არ ფიქსირდება. გათამაშებაშია ჩართული და სულ ეს არის.
- აჰა, კი ბატონო. კარგით, კოდი გამომიგზავნეთ ხო როგორ უნდა შევამოწმო?
- დამელოდეთ მცირე დროით ხაზზე, არ გამეთიშოთ, ეხლავე გამოგიგზავნით.
- კარგით, კარგით, დაგელოდებით.
- მადლობა კვლავ მოთმინებისთვის, გამოგიგზავნეთ მე კომბინაცია, რის საშუალებითაც შეძლებთ რომ ეს Wow Days აქციის ლიმიტი შეამოწმოთ.
- კარგით, ბოდიშით და ჩაგეკითხებით რა კიდევ: ან აპლიკაციაში საიდან ხდება ნომრის დამატება ეგეც რომ მასწავლოთ ბარემ.
- დიახ, დამელოდეთ მცირე დროით შეიძლება...
- დიახ.
- მადლობა კვლავ მოთმინებისთვის ქალბატონო, აპლიკაცია გახსნილი გაქვთ?
- არა, აა... ერთი წუთით, ჩემთან გავხსნი, კი, კი, გახსნილი მაქვს.
- და დაბლა სამი ხაზი რომ ახატია, მაგას გახსნით და რომ ჩამოჰყვებით დაბლა ეწერება „ნომრის დამატება“ ან „დამატებული ნომრები“. იქ რომ შეხვიდეთ და გადახვიდეთ, ზემოთ პლიუსი ეწერება ზედა მარჯვენა კუთხეში და შესაბამისად იქიდან შეძლებთ რომ ნომერი დაამატოთ.
- კარგით, კარგით, მადლობა. თუ რამეში ვერ გავერკვიე, მე კიდევ შეგაწუხებთ.
- დაგვიკავშირდით აუცილებლად, დიახ.
- კარგით, უღრმესი მადლობა.
- მადლობა თქვენ, ნახვამდის.
- ნახვამდის.